კურორტის და მის ფარგლებში დაგეგმილი სასტუმროების, ბრენდული რეზიდენციების, სასტუმროს ტიპის აპარტამენტებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მართვას უზრუნველყოფს საერთაშორისო მენეჯმენტ კომპანია – VALOR HOSPITALITY, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს როგორც კურორტების ასევე სტუმართმოყვარეობის სფეროში. VALOR HOSPITALITY არის სასტუმროების მართვის ერთ-ერთი წამყვანი გლობალური კომპანია, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ატლანტაში, აშშ-ში. მათი პორტფოლიო მოიცავს 90-ზე მეტ სასტუმროსა და კურორტს ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში, აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში, დსთ-სა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.